Friday, 28 November 2014

რატომ ჩავერთეთ კონკურსში

მოგესალმებით!


ჩვენ გახლავართ ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები და ამავე დროს სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,დაფიონის“ და ბლოგერთა კლუბის, რომელიც სულ ახლახანს გაიხს წევრები გაგა იაკობაშვილი, ლუკა ხადური და გიორგი ცირეკიძე, ჯერ კიდევ ბავშვები. მიუხედავად ჩვენი ე.წ.  ,,პროტესტისა“, რომ  უკვე გავიზარდეთ და აღარ ვართ ბავშვები, ამის თქმის უფლებას არ გვაძლევს ბავშვთა უფლებათა კონვენცია და საქართველოს კანონმდებლობა, სადაც ნათლად არის მითითებული, რომ, ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ადამიანი.

ამ კონკურსით ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება ხელი შევუწყოთ სოციალური და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანატოლების უფლბები. 

ბლოგზე მუშაობის დროს გაგვიჩნდა იდეა, რომ დაგვეწერა პროექტი, რომელიც იქნება გრძელვადიანი და მდგრადი. 

თავად  ბლოგი კი  მუდმივად  განახლებადი.

ჩვენ, როგორც მოზარდები, ხშირად ვაწყდებით ჩვენს თანატოლებს  შორის ძალადობის ფაქტებს. იქნება ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვა. ასევე ძალადობას როგორც ჯგუფურს - მობინგი,  ისე ინდივიდუალურს - ბულინგი. უნდა განვასხვავოთ თუ არა ჯგუფური ძალადობა  ინდივიდუალური ძალადობისგან, თუ უმჯობესია ისინი განვიხილოთ ერთი მოვლენის – სოციალური აგრესიის, ორ განსხვავებულ მხარედ, როდესაც დომინანტური ინდივიდი (ან ჯგუფი) მიზანმიმართულად ატერორებს, დევნის მეორე ადამიანს?

ამ ეტაპზე, ყურადღებას გავამახვილებთ ერთ კონკრეტულ პრობლემაზე, გავაანალიზებთ მას  შევეცდებით შევიმუშავოთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები.

მაშ ასე, პრობლემა მოზარდთა შორის ძალადობა - ბულინგი/მობინგი

პრობლემის გამოკვეთის შემდეგ, გადავწყვიტეთ დაგვეწერა პროექტი და მისი დახმარებით გაგვეშუქებინა თუ რა არის ბულინგი, რამდენად ხშირია ბულინგის შემთხვევბი, რა პრევენციული ზომების მიღება არის საჭირო მისი თავიდან ასაცილებლად და ჩვენი დაკვირვებებიდან გამომდინარე, მოგცეთ რამოდენიმე რჩევა




2 comments:

  1. Your Affiliate Money Making Machine is ready -

    And getting it set up is as simple as 1 . 2 . 3!

    Here is how it all works...

    STEP 1. Tell the system which affiliate products you want to push
    STEP 2. Add some PUSH button traffic (it takes JUST 2 minutes)
    STEP 3. See how the system grow your list and sell your affiliate products on it's own!

    So, do you want to start making profits??

    The solution is right here

    ReplyDelete
  2. Online Casino | Game - AI In Ganesh Slots
    Play an online 온카지노 casino game by AI in a simple and fun 더킹카지노 way. Game includes different types of casino games, fun88 soikeotot like Slots, Video Poker, Poker.

    ReplyDelete