ჩვენი მუშაობა აღნიშნული პრობლემის ირგვლივ ერთჯერადი არ არის. ვაპირებთ მომავალში გავაგრძელოთ და შევეცდებით დავიცვათ თანატოლების უფლებები ძალადობისაგან.
ასევე შევხვდით და ვესაუბრეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ფილიალის ხელმძღვანელს ქალბატონ ქეთევან ბებიაშვილს. საუბარი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ქალბატონმა ქეთევანმა სამახსოვროდ ,,სამოქალაქო განათლების ლექსიკონები" გადმოგვცა.
მის გაფორმებას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მოგვიანებით აღნიშნულ მემორენდუმს აუცილებლად განვათავსებთ ბლოგზე.
ჩვენი შემდგომი შეხვედრა გაიმართა სამთავისისა და გორის ეპარქიის კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრის ფსიქოლოგთან ქალბატონ ელზა პანკრატოვასთან.
როგორც ახალგაზრდა იურისტთს ასოციაციის გორის ფილიალთან, ასევე სამთავისისა და გორის ეპარქიის კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრთანაც ვაფორმებთ მემორანდუმს,
0 comments:
Post a Comment