პროექტი

პრობლემა: 
ბულინგი/მობინგი- მოზარდებს შორის ძალადობა.
მოსწავლეები  მეტ-ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ბულინგის შესახებ. მათ არ იციან, როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან, რა საჭირო ღონისძიებები, პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

მიზანი:
მოსწავლეთა მიერ ბულინგი/მობინგის ირგვლივ  მოძიებულ ინფორმაციასა და გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, დასკვნების გამოტანა, პრევენციული ზომების  და რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება როგორც თანატოლებთან, ისე ფართო საზოგადოებისათვის.

ამოცანები:
  • ინფორმაციის მოძიება. კერძოდ, მოსწავლეები კითხულობენ და ეცნობიან აღნიშნული თემისირგვლივ  დიდი რაოდენობით როგორცელექტრონულ, ისე  ბეჭვდით ტექსტებს, აგროვებენ მასალას ინტერვიუების სახით.  შეხვდებიან  გორის N9 საჯარო სკოლის დირექტორს - ეკატერინე ხუციშვილს, სამთავისისა და გორის ეპარქიის კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრის ფსიქოლოგს - ქალბატონ ელზა პანკრატოვას და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელს - ქალბატონ ქეთევან ბებიაშვილს.
  • გამოკითხვის ჩატარება და მისი შედეგების ასახვა დიაგრამებზე.
  • მოძიებული ინფორმაციის შეკრება, დახარისხება, დამუშავება და შენახვა ელექტრონულ-ციფრულ  ფორმატში.
  • ბლოგის შექმნა
  • ბუკლეტის დამზადება

შედეგები:
ამაღლდება ინფორმაციულობის დონე
მოსწავლეებს შეეძლებათ თავი დაიცვან ძალადობისაგან და თავადაც არ იქცნენ მოძალადეებად და დაეხმარონ თავიანთ თანატოლებს საკუთარი უფლებების დაცვაში.
შემცირდება ძალადობა.

მიზნობრივიჯგუფი:
VII-XI კლასები
ჩვენი სკოლის მასწავლებლები,
 საზოგადოება, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას გაეცნობა ბუკლეტის ან თუნდაც ბლოგის მეშვეობით.

მოსწავლეთა ასაკი:
 XI  კლასის  მოსწავლეები. პროექტში მონაწილეობას იღებს სულ 3 მოსწავლისაგან შემდგარი ჯგუფი.

პროექტის განხორცილების ვადები:  

ღონისძიებები და მასში შემავალი საქმიანობები:
კითხვარების  მომზადება როგორც გამოკითხვისათვის, ისე ინტერვიუებისათვის
გამოკითხვა სკოლის მასშტაბით;
ინტერვიუების ჩაწერა;
ბლოგის და ბუკლეტის დიზაინის შერჩევა;
ინფრომაციის მოძიება ბეჭვდითი და ელექტრონული საშულებებით;
მოძიებული ინფორმაციის შენახვა, დახარისხება-დამუშავება  ელექტრონულ ფორმატში;
ბუკლეტის გამოცემა;
დამუშავებული მასლების განთვსება ინტერნეტში, კერძოდ, ბლოგზე;
ბლოგის პრეზენტაცია


პროექტის მდგრადობა:  პროექტი მდგრადია, რადგან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. პროექტი გაგრძელდება, რადგან  გაფორმდება მემორანდუმი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, სამთავისისა და გორის ეპარქიის კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრთან, რომლის ფარგლებშიც  თვეში  ერთი დღე დაეთმობა ფსიქოლოგთან და იურისტთან შეხვედრას, სადაც მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხებენ სპეციალისტები, ისაუბრებენ ყველა პრობლემაზე, რაც აწუხებთ მოსწავლეებს და უპასუხებენ მოსწავლეებისათვის  საინტერესო შეკითხვებს. ამით ხელი შეეწყობა  ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქის და ,სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
ყველა სიახლე განთავსდება როგორც ბლოგზე, ასევე ჩვენი Facebook-ის გვერდზე.

0 comments:

Post a Comment