ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბლოგების კონკურსში ,,ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს" მონაწილეობა. ამ პროექტმა სხვა თვალით დაგვანახა ჩვენი თანატოლების პრობლემები, გავეცანით უამრავ საინტერესო ადამიანს,. რომელთა მხარდაჭერამ შესაძლებლობა მოგვაცა ამ პრობლემის გადაწყვეტაში ჩვენეული წვლილი შეგვეტანა.
ურთიერთობის საშუალება მოგვეცა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაც მზადყოფნა გამოთქვეს ჩვენს მხარდასაჭერად.
ასევე, გავიღრმავეთ ციფრულ ფორმატში მასალის დამუშავების უნარ-ჩვევები. მივიღეთ ჟურნალისტიკის სფეროში გარკვეული გამოცდილება.
ჩვენი ბლოგით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ
,,არა ძალადობას - ჩვენ ვიცავთ ჩვენი თანატოლების უფლებებს".
0 comments:
Post a Comment