ჩვენ გადავწყვიტეთ აგვეღო ისეთი თემა, რომელიც აქტუალურია მოზარდებისათვის. ვფიქრობთ, დღეს უამრავი მოზარდი განიცდის ძალადობას არა მარტო ოჯახსა და საზოგადოებაში, არამედ სკოლაშიც.
ბულინგი დღეს ფართოდ არის გავრცელებული მოზარდებს შორის. ეს მოვლენა გვხვდება როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. იყენებენ ბულინგის სხვადასხვა ფორმას. ვაჟები ხშირად მიმართავენ ფიზიკურ ბულინგს, გოგნები კი ზეწოლის ირიბ ფორმას იყენებენ. ბულინგი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მოზარდობის პერიოდში.
გაგვიჩნდა სურვილი, უფრო ღრმად ჩავწვდომოდით ბულინგის თემას, სიღრმისეულად შეგვესწავლა მოზარდებს შორის ძალადობის სიხშირე და ძალადობის სახეები, მოგვეძებნა გადაჭრის გზები.
თავდაპირველად ჩავატარეთ გამოკითხვა. ჩვენი სკოლის გამოკითხული 139 მოსწავლიდან (12-16 წლის მოზარდები) 35% ფიქრობს, რომ ადგილი აქვს ფიზიკურ ძალადობას, 31% მიაჩნია, რომ ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ ძალადობას, ხოლო 31% აზრით, ადგილი აქვს ორივე სახის ძალადობას.
ასევე კითხვაზე, „რა არის ბულინგი?“- ხმები გადანაწილდა შემდეგნაირად: მოსწავლეთა 34%-მა იცის, რა არის ბულინგი, 52%-ს არ სმენია ბულინგის შესახებ, ხოლო მოსწავლეთა 31% თავს იკავებს პასუხის გაცემისგან (სულ გამოკითხული იყო 139 მოსწავლე ასაკობრივი ზღვარი 12-16 წელი)
0 comments:
Post a Comment